ფილმის სცენარი





1

 თავსხმა წვიმა, სადღაც განთიადისას,მწკრივად დალაგებული ნეკერჩხლის ხეებს  ვიწრო ქვაფენილის ბილიკი ჰყოფს,უხარისხობისგან ქვაფენილის ჩაზნექილობებში და ღრმულებში წყლის გუბეებია ჩამდგარი და წვიმის წვეთებით უფრო და უფრო ივსება,ქალაქი მთლიანად სველია,მოძრაობაც შეწყვეტილია მხოლოდ და მხოლოდ ორიოდე მანქანა თუ გადაადგილდება.ის ქვაფენილიანი ადგილი 
კი რატომღაც განსხვავებულია, ალბათ მასზე დაცვენილი ნეკერჩხლის ფოთლების სილამაზით,ან თვალწარმტაცი პეიზაჟით,ისეთით როგორზეც მხატვრები ოცნებობენ,მაგრამ არა და არა ამ ადგილს საოცარს ერთი ადამიანი ხდის,ასე თხუთმეტი წლის ბიჭი რომელიც თითქოს მარტოა მთელს ქალაქში,
აშკარად განსხვავდება სხვებისგან,წვიმა ნამდვილად არ აწუხებს ქვაფენილზე წყლით სავეს გუბეებს უდარდელაად მიაბიჯებს.და ეს ჩემი პერსონაჟის სველი ისტორიაა.პერსონაჟის რომელიც არც ცნობილია  რამით,არც გმირია,არც პოლიტიკოსი.უბრალოდ ერთი გადამყიიდველის სახლში დაბადებული ბავშვი,რომელიც ვფიქრობ ყველას ქვეცნობიერში სახლობს.და მაინც ყველაზე გასაოცარი ან დამაფიქრებელი ის ფაქტა რომ, იმ წვიმიან ამინდში, იმ ნეკერჩხლებთან, იმ ქვაფენილებზე,ის პატარა ბიჭი ფეხშიშველი მოდის,
  

2

 -გუგა სად იყავი აქამდე?    
ჰკითხა ასე თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ბავშვს კაცმა, რომელიც კართან იდგა და რაღაც                                          კეტის მაგვარს ათამაშებდა ხელში.
კანკალის ხმით უპასუხა გუგამ:
-მამა, დღეს ინგლისურის მასწავლებელმა დამატებითი გაკვეთილი ჩაგვიტარა.
-რა? ვის ატყუებ?
ჰკითხა მხრებ აჩეჩილმა კაცმა, რომელიც ისევ კეტს ათამაშებდა. ბავშვი კი დუმდა. მას ეშინოდა, 
თითქოს მისი თვალები ცახცახებდნენ და აქეთ-იქით დარბოდნენ, ოღონდ ძალიან სწრაფად, მისი
     წაბლისფერი თვალები. მის მუქ წარბებს და ნათელ მზერას შუბლშეკრული შიშის ხაზი დაჰყვებოდა თან. მან არ იცოდა რა ექნა, უბრალოდ იდგა თეთრ პერანგში გამოწყობილი. პერანგის ღილები უსწორმასწოროდ ჰქონდა შეკრული, მას მუქი შარვალი ეცვა, ცალი მხარე ოდნავ აკაპიწებული ჰქონდა და ქამარი არ ეკეთა, ქამრის ნაცვლად ფეხსაცმლის თასმით ჰქონდა დამაგრებული შარვალი ,მას ფეხსაცმლები აღარ ეცვა უბრალოდ იდგა ფეხშიშველი და დუმდა.ხო სწორად მიხვდით ეს ის ბიჭი იყო ნეკერჩხლის ხეებიდან.
   -ვახ, შე ლაწირაკო! დაუყვირა მამამისმა, რომელმაც კეტი, რომელსაც ათამაშებდა ფეხებში დაარტყა 
   მას მუხლს უკან ისე, რომ ბავშვი ჩაიკეცა და დაჩოქილი უცდიდა მეორე დარტყმას. მამამისმა კიდევ 
დაარტყა მას კეტი, ოღონდ ამჯერად სახეში. Gუგამ, ასე ერქვა მას გონი დაკარგა. მამამისმა დახედა და გულცივად საყელოში წაავლო მას ხელი, 
მიათრევდა ისე, რომ გუგას ფეხები იატაკს ეხახუნებოდა. მიიყვანა თეთრ კართან,
რომელსაც მხოლოდ ერთი ჩამკეტი ჰქონდა. გუგა შიგნით შეაგდო და კარი გარედან ჩაკეტა. გარედან 
  კი დაუყვირა: -ეხლა მაინც ისწავლი ჭკუას შე ლაწირაკო! და წავიდა მისი სავარძლისკენ.”ლაწირაკი” კი ეს ის სიტყვა იყო, რომელსაც გუგას მამა ყოველთვის ახსენებდა გუგასთან მიმართებაში. გუგა კი გონდაკარგული ეგდო ისეთი სივრცის ოთახში, რომელიც ექვსი კვადრატული მეტრიც არ იყო. ოთახში მხოლოდ ერთი კარადა იდგა, რომლის თაროებიც გამოცარიელებული იყო. მხოლოდ ერთი უბრალო ჭაღი ეკიდა უნათუროდ და არც ერთი ფანჯარა,არცერთი სკამი.იქ ყოფნა ნამდვილად საფლავში ყოფნის მზგავსი იქნებოდა.

3

    რამოდენიმე წუთის შემდეგ გუგა გამოფხიზლდა. ლოყაზე ხელი დაიდო სწორედ იქ, სადაც კეტი
   მოხვდა და შემდეგ გააცნობიერა, რომ სრულ სიბნელეში იმყოფებოდა და მხოლოდ   კარის ზედა კუთხიდან გამოღრღნილი ადგილიდან მოდიოდა სინათლის სხივი და გუგას სახეს ანათებდა, თვალს უჭრიდა. გუგამ ხელის აფარებდა სხივს და ნელა დგებოდა, კარისკენ ზურგით მობრუნდა, შემდეგ ისევ კარისკენ შეტრიალდა. გაექანა. დაეჯახა კარს, მიაწვა და თანმიმდევრობით ურტყამდა ხელებს დიდი ხნის მანძილზე იგივეს იმეორებდა. შემდეგ ზურგით კარს გაეხახუნა და იატაკზე მოწყვეტით ჩამოჯდა თავში ხელები შემოირტყა და დაიწყო საოცარი ტირილი. როგორ შეიძლება საოცრად იტირო, მაგრამ ეს მართლა ასე იყო.ცრემლებს ბუტბუტნარევ სიტყვებს ატანდა თითქოს ოთახის თავზე დაკიდებულ დიდ სურათს მიმართავდა:
_ რატომ დამტოვე,რატომ? შენ არ იცი მამაჩემი რა დღეში მაგდებს.მუდამ უმიზეზოდ მცემს.
 რატომ დამტოვე? ასე აღარ შემიძლია,თითქოს ყელში მეჩხირება რაღაც და მგუდავს. აღარ ვიცი რა ვქნა?რატომ დამტოვე შენთან ერთად ხომ ყველაფერი კარგად იყო 
რატომ დამტოვე დედა? ნეტავ, შენს ნაცვლად მამაჩემი მომკვდარიყო!აღარ მინდა მასთან ცხოვრება
შენთან მაინც წამიყვანე. მეშინია, აქ მაგრად მეშინია! რატომ წახვედი? ჩემი ბრალია,თუკი, თუ კი მე ვარ დამნაშავე მაპატიე ,გთხოვ ოღონდ დაბრუნდი.ვიცი,რომ მისმენ თუ კი რამე შესაძლებელია გთხოვ დაბრუნდი. რატომ დამტოვე დედა? რატომ დამტოვე? იმეორებდა განუწყვეტლივ მწარედ ტიროდა. 
შემდეგ იატაკზე წამოწვა ფეხები მოკეცა და ხელები შემოახვია. ცოტახანში მიეძინა
უფრო სწორად თვალები დახუჭა და დაიწყო ფიქრი. ღმერთმა უწყის რაზე ფიქრობდა ის.
  

4

კარზე ფხაკუნი გაისმა. გუგას გაეღვიძა და დაიბნა კარი მამამისმა გააღო. გარედან შემოჭრილი შუქისგან გუგას თვალები ასტკივდა. 
მას მამამ უთხრა:
-ადექი ლაწირაკო! უკვე გათენდა, სკოლაში წადი. 
გუგა ძლივს, მაგრამ მაინც ადგა და კარისკენ გაიწია. ოთახიდან გამოვიდა, მამამისი კი უკვე სავარძელში იყო მოკალათებული და ტელევიზორს უყურებდა და ჰამბურგერს შეექცეოდა.გუგა კი შეჩერდა და უყურებდა იმას თუ რა გემრიელად სჭამდა მამამისი:_მეც მინდა საჭმელი.ჩაილაპარაკა მისთვის.
_რა?თქვი რამე?:ჰკითხა მამამისმა.
_არა არაფერი!
- კაი აბა, დღეს არ დაიგვიანო ლაწირაკო! და რომ გახვალ კარები კარგად მიიხურე.
უთხრა სავარძელში მოკალათებულმა და ლუდის ბოთლი ტუჩებთან მიიტანა. გუგა გარეთ გამოვიდა და სკოლისაკენ წავიდა.სკოლის მისვლამდე ჯიხურებთან  ბიჭების ორი ჯგუფი იდგა. გუგა ერთ-ერთ ჯგუფის შორს უნდა გასულიყო, სადაც ოთხი ბიჭი იყო, როდესაც გაიარა მათ შორის ყველამ ფეხებზე გააყოლა მას თვალი. ბიჭებიდან ზოგი ჩამუხლული იყო, ზოგი კი კედელს მიყრდნობილი. ოდნავ, რომ მოშორდა მათ გუგა უკნიდან ხმა გაისმა:
-ე, ბიჭო! გაჩერდი! შენ, შენ ტიტლიკანა ფეხებით, რომ დაიარები!
გუგა გაჩერდა და ისევ გაისმა ხმა:
-შემობრუნდი ბიჭო შენ გელაპარაკები!
გუგა შებრუნდა და მიუახლოვდა მათ და მათ შორის ჩადგა.
-რატომ ხარ ფეხშიშველა?
ჰკითხა იმ ბიჭმა, რომელიც სახეში უყურებდა გუგას. ის მხარბეჭიანი მუტრუკი იყო შავი თვალ-წარბი, დაუბანელი სახე და საზარელი მზერა ჰქონდა. 
_ რა გქვია ე?გუგა კი ჩუმად იდგა 
_ე ნახე რას მენაგლება?ბიჭო. წამოიყვირა მან და გუგას აუჯიკავა გუგა წაბორძიკდა შემდეგ იქ მჯდარი ბიჭები დაესივნენ. არცერთმა მათგანმა არ იცოდა, თუ რატომ ურტყამდნენ მას. ეს ყველაფერი სხვა ბიჭების ჯგუფთან მდგომმა ზურამ შეამჩნია და მივარდა ბიჭებს:
-რას შვებით ბიჭო?
ყველა გაჩერდა და ისევ ზურამ თქვა.
-რას ერჩით? დაანებეთ ამას თავი.
-კი, მაგრამ რატომ? დაბნეული ხმით ჰკითხა სანდრომ
-დაანებეთ მეთქი და მორჩა! რას ერჩით? ან შენ? ან შენ? ან შენ? შენ?
ჩამოუარა ოთხივეს და ისევ სანდროს უპასუხა: -ფეხშიშველა დადის და...
თქმა ვერ მოასწო, ისე დაიყვირა ზურამ: 
-აჰა! და ფეხსაცმელი გაიხადა, გუგას მიაწოდა. გამომართვითქო! დაუყვირა ზურამ. გუგამ სასწრაფოდ გამოართვა მას ფეხსაცმელი და სწრაფად ჩაიცვა.
-ახლა რა გინდათ? ისევ იკითხა ზურამ.
-მაგრამ... ამ ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო სანდრომ, რომ ზურამ ეგრევე დაარტყა მას გაშლილი ხელი სახეში. ბიჭებს შორის ჩხუპი ატყდა.შემდეგ სანდრო და მასთან მყოფი ბიჭები წავიდნენ გალურჯებულები და მაისურგაგლეჯილები.ზურა მიუბრუნდა თავის მეგობრებს
_ წავალ რა ფეხზე ჩავიცმევ რამეს,საღამოს გნახავთ. შემდეგ გუგას მიუბრუნდა და უთხრა: _ წამო წავედით. გუგას ხმა არ ამოუღია ისე გაჰყვა მას. ის ზურას თითეოულ ქმედებას ყურადღებით აკვირდებოდა. ახლა კი უბრალოდ დუმდა და მიდიოდა, სადარბაზოში ავიდნენ ზერამ დიდი ყავისფერი კარი შეაღო და ბინაში შევიდა_ეს ჩემი სახლია!ეს კი ბებიაჩემია(სახელი). _სად იყავი შვილო? ძლივს წარმოსთქვა მან. _ნაგავის გადასაყრელად. 
_ კი მაგრამ ნაგავი ხომ კართან დევს?
_ ხო დამავიწყდა წაღაბა.Mმოატყუა ზურამ და მეორე ოთახში გავიდა ფეხსაცმლის ჩასაცმელად.გუგა კი გაუნძრევლად იდგა_ ერთი ის წამალი მომაწოდე მაგიდაზე რომ დევს,წყალიც მანდ არის. 
Gგუგამ გაიკვირვა და მიაწოდა დაბნეული მზერით მას წამალი და წყალი,დაალევინა და ისევ მაგიდაზე დადო უკვე ნახევრად ცარიელი ჭიქა._შენ ზურას მეგობარი ხარ?ჩემი ზურა ბეჯითი ბიჭია სულ მეცადინეობს.ამ დროს ზურა ფეხსაცმლებით ხელში გამოვიდა და ტახტზე ჩამოჯდა ფეხსაცმელი ჩაიცვა._წავედით! მიმართა გუგას
_სად მიდიხარ? ჰკითხა ბებიამისმა 
_მათემატიკის მეცადინეობაზე.: კვლავ მოატყუა მან. კარისკენ გავიდა_არ მოდიხარ? ჰკითხა გუგას რომელიც ზურას ბებიას თვალს არ წყვეტდა.ზურას ხმაზე კი შემობრუნდა და წავიდა.ზურა სადღაც მიდიოდა  გუგა უკან მიჰყვებოდა მას, უნდოდა რაღაც ეკითხა მაგრამ ვერ ბედავდა. ცოტახნის შემდეგ კი მაინც ჰკითხა: 
-სად მივდივართ?
ზურას ხმას არ იღებდა შემდეგ ისევ ჰკითხა გუგამ: - სად მივდივართ?
ზურა კვლავ ჩუმად იყო.
 მაშინ გუგამ მესამედაც გაუმეორა: -სად მივდივართ ზურა?
-უკვე მოვედით! უპასუხა ზურამ. ისინი ამაღლებულ ადგილზე იდგნენ. ის ადგილი სამი მხრიდან იყო შემოკავებული, შუაში დიდი ჯვარი იდგა. წინა ხედი მდინარეს გადაჰყურებდა, გვერდითა კი სასაფლაოს. ეს ადგილი თითქოს არაფრით იყო გამორჩეული, მაგრამ მისი კიდიდან, თუ გადაიხედავდით, დაინახავდით რომ ის თითქოს აღარასდროს სრულდებოდა. ეს ისეთი საოცარი სანახაობა იყო, რომ გუგას ისევ გაუჩნდა კითხვა:
-რატომ მომიყვანე აქ?
-რატომ? ჰკითხა ზურამ და ღობეზე გადავიდა, მის იქით კი ამაღლებული ადგილი სრულდებოდა და ციცაბო კლდედ ეშვებოდა ძირს. ეს ადგილი ხელოვნურად იყო შექმნილი. გუგაც გადაძვრა ზურამ მას უთხრა:
-გადაიხედე. ყოველთვის მინდოდა აქედან გადავმხდარიყავი.
-რა?
_ვხუმრობ.იცი დღეს რო გირტყამდნენ შენში ჩემი თავი დავინახე. ძალიან პატარა რომ ვიყავი მახსოვს იმ დღეს პირველ კლასში შევდიოდი სკოლაში ბებიამ წამიყვანა ჩემი მშობლები ძალიან საქმიანები იყვნენ, მაგრამ მამაჩემი შემპირდა რომ აუცილებლად მოვიდოდა,იმ დღეს არავინ მოსულა. მშობლები ავატოკატასტროფაში მოყვნენ,ისინი ჩემთან მოდიოდნენ.დიდი თოვლი მოვიდა იმ დღეს გზები სულ მოყინული იყო,ტაქსის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას სწორედ ამ ხიდთან მანქანა მოსრიალდა მან საჭე ვერ დაიმორჩილა.შეჯახებას ხიდის ჯებირებმა ვერ გაუძლოს და მანქანა წყალში გადავარდა. მძღოლი გადარჩა მას შემდეგ მშობლები არ მინახავს.ამ ამბის შემდეგ ბებიაჩემი ლოგინად ჩავარდა ფსიქიკაც შეერყა.და მე სულ მარტო დავრჩი თავიდან ქუჩაში ვმათხოვრობდი მახსოვს ბევრჯერ როგორ ვუცემივართ იმის გამო რომ მატყუარა ვეგონეთ,ფულიც ბევრჯერ წაურთმევიათ,მაგრამ დროთა განმავლობაში ქუჩამ გამზარდა,ამ ქალაქმა. ახლა კი ჩემი ბევრს ეშინია,აქ მეგობრები შევიძინე, მაგრამ... ხო, ფეხსაცმლები როგორ გაქვს?
Gგუგა გაოგნებული იყო ამ ყველაფრის შემდეგ და ნელა პასუხობდა
-ცოტათი მიჭერს. დაგიბრუნო?
ზურამ ჩაიცინა. -იცი? რაღაც მინდა გაჩუქო. უთხრა და ჯიბიდან ამოიღო დანა, ეგრედ წოდებული “ბაბოჩკა”. ძველი, გაცვეთილი. თითქოსდა გადასაგდები და გაუწოდა გუგას. –გამომართვი, იქნებ გამოგადგეს.გუგამ გამოართვა მას დანა.
რამოდენიმე წამი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი.
_ მენატრებიან შენც გენატრება დედაშენი?
_ სულ პატარა ვიყავი მაშინ მაგრამ ეხლაც ჩამესმის მისი ყველა ამოსუნთქვა
წავედი. წამოიძახა გუგამ.
-სად?
-სახში წავალ,ან იქნებ გამიმართლოს და დავიკარგო სადმე. უთხრა და გზას გაუყვა. იგი ზურასგან ზურგით მიდიოდა, რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ ცრემლი წასცვივდა თვალებიდან. ის ყველანაირად ეცადა, რომ მისი ცრემლები ზურას არ დაენახა. ნელნელა შორდებოდა მას. მიდიოდა და უკან აღარ იყურებოდა. მიდიოდა და ცრემლები ნიკაპთან ეკვრებოდა.


5


გუგა სახლის კიბეზე, რომ უნდა ასულიყო ისე შეჩერდა. იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და რაღაც დროის მანძილზე უბრალოდ იჯდა, შემდეგ დახედა საათს და წამოიძახა:
-უკვე სამია. მას ძალიან ეზარებოდა სახლში შესვლა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. როდესაც ბინის კარი შეაღო, მამამისი როგორც ყოველთვის ტახტზე იყო მოკალათებული. ის არც ამდგრა ისე მოაბრუნა თავი გუგასაკენ, შემდეგ კედელზე დაკიდებულ საათს შეხედა.
-დროზე მოსულხარ ლაწირაკო. წადი იქ ტაფა დევს. დღეს იმ ტაფაზე ხორცი შევწვი, ერთი ნაჭერი პური აიღე. ტაფას დააწვი და ჭამე. გუგა მართლაც ასე მოიქცევა. მამამისი წამოდგა:
-მე წასასვლელი ვარ. საღამომდე არ მოვალ. ჭკვიანად იყავი ლაწირაკო.
-სად მიდიხარ?
_ რა შენი საქმეა.ჭამე მანდ მინემ ლამაზიხარ! უთხრა და კარები მიიჯახუნა.
გუგა მარტო დარჩა. ერთ ნაჭერ ცხიმიან პურს შეექცეოდა, შემდეგ საგულდაგულოდ გადამალული წიგნი აიღო, ტანსაცმლიანფეხსაცმლიანად ტახტზე წამოწვა საბანი გადაიფარა და დაიწყო კითხვა.
-უ, უ-თო. აი უ-თ-ო. უ-თ-ო ც-ცხ-ელ-ია. წიგნი, რომელიც მას ხელში ეჭირა ეს იყო დედა ენა, რომელსაც ტანჯვით კითხულობდა. ის მას არ კითხულობდა, გუგა სწავლობდა, კითხვას სწავლობდა. გასაკვირია, მაგრამ ის ხომ მხოლოდ მაშინ დადიოდა სკოლაში, როდესაც მამამისი კარგ ხასიათზე იყო და როგორც ჩანს ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა.


6

გუგას მამა ქუჩაში მოაჯირს მიყრდნობილი იდგა და აქეთ-იქეთ იყურებოდა, თითქოს ვიღაცას ელოდებოდა. მას ვიღაც კაცი მიუახლოვდა და ფული გაუწოდა. გუგას მამამ ფული ჯიბეში ჩაიდო და მანჟეტის ქვემოდან ამოაცურა პატარა ფხვნილით სავსე პაკეტი. მასთამ მოსულმა გამოართვა პაკეტი და წავიდა. გუგას მამამ ისევ იქეთ-აქეთ ცქერა განაგრძო, შემდეგ კი გზას გაუყვა. თან ჯიბიდან ფული ამოიტანა და გადათვალა. ის არ ენდობოდა იმ კაცს, მაგრამ არც მის თვალ წინ გადაუთვლია ფული. ის ფხვნილი კი, ნარკოტიკი იყო.თვითონ გუგას მამა გადამყიდველი ეგრედ წოდებული ბარიგა.
მაგრამ ყველაზე ცუდი წინ იყო.

7

როდესაც გუგა სკოლის ეზოში შევიდა ზურა შეამჩნია. ის შემოსასვლელ კარს იყო მიყრდნობილი და მის წინ სამი ბიჭი ერთმანეთის უკან მწკრივად იყო დალაგებული. გუგა ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა. მიუახლოვდა ზურას. ზურა მწკრივში მდგარი ბიჭების საპირისპიროდ იდგა. მას ერთი ბიჭი მიუახლოვდა, ჯიბიდან ფული ამოიღო და ზურას მისცა. მეორემაც იგივე გაიმეორა, უკანასკნელმა კი თავი დახარა და ისე უთხრა ზურას: -ზურა, დღეს ვერაფერი ვერ ვიშოვე, მაპატიე რა.
ზურა გამხეცდა. –რა? რა გაპატიო? ბიჭო მე მევალე კი არა ვარ! ფული უნდა აგეხიოს და აგეხევა! გაიგე?
-რომ არა მაქვს?
-ამოიტრიალე ჯიბეები!
-რა?
-ამოიტრიალეთქო!
-კი მაგრამ ზურა...
-დროზე სანამ ფეხებით არ დაგკიდე.
ამ ყვირილზე სკოლის მასწავლებელმა გაიარა და დაიწყო ჯიჯღინი.
-რა ხდება? რა დღეში ხართ? სკოლაა თუ ბირჟა? აბა წადით აქიდან!
ზურა მიუბრუნდა. მხრებში იყო მოხრილი, ორივე ხელის საჩვენებელი თითები წინ ჰქონდა გაშვერილი და დაიყვირა. -რა თქვი? შენ ვის ასწავლი ჭკუას. შენ თვითონ სასწავლებელი ხარ! მიდი და კლასში იბლატავე, ოროსნებს რომ ზრდი. დროზე სკოლაში ქალო.
მასწავლებელი შეშინებული იყო, მაგრამ მაინც ამაყად შევიდა სკოლაში და მიაძახა: -არ გასაზრდელო.
ზურა ისევ იმ ბიჭს მიუბრუნდა. –შენ რას უცდი? იმ ბიჭმა მარჯვენა ჯიბე ამოიტრიალა. –მეორეც! დაუყვირა ზურამ. მეორე ჯიბიდან მან რკინის ფულები ამოიტანა. გაშლილი ხელი წინ ჰქონდა გაშვერილი, ხელის გულზე ხურდები ეყარა. ზურა უეცრად მივარდა იმ ბიჭს. გაწვდილ ხელზე ხელი აარტყა, ხურდები მიმოფანტა. მათ შორის გუგა ჩადგა.
-ზურა არ გინდა. უთხრა გუგამ და ორივე ხელი სახეზე, ყურს უკან მოკიდა. თვალებში ჩახედა და გაუმეორა. –ზურა, არ გინდა!
ზურა შეჩერდა, თითქოს ჩაწყდა ყველაფერი. იმ ბიჭმა კი, როგორც დრო იხელთა, უკან მოუხედავად მოკურცხლა. გუგამ ზურა დაამშვიდა და მერე ჰკითხა:
-რა ხდება აქ ტო? რა ფულს ართმევ ამათ?
-ე ამათ? ამათ ფული კია არა სიცოცხლე უნდა წაართვა, ესენი ხალხი კი არა ცხოველები არიან ძაღლები, ყველა ჩამშვები და მატყუარაა.დარბიან და ნასეტკობენ თუ არ დააშინე უფროდაუფრო გაძაღლდებიან.ესენი? ესენი რო მიუშვა შუა ქალაქში ჩაგხდიან ისე რომ ვერც მიხვდები რომ ჩახდილი ხარ.ყოველდღე მაყუთს ვახევ ვაშინებ და ვსო ენასაც არ ატლიკინებენ? კაროჩე, ესენი რად გვინდა ტო. შენ როგორ ხარ?
_რავი ვარ.შენ?
_როგორც ამ ცხოვრებას შეეფერება!მომისმინე, მე რაღაც საქმე მაქვს და შენ წამომყევი გვერდში დამიდექი, დამჭირდები. შემდეგ წავიდნენ, რომელიღაც სადარბაზოს მიუახლოვდნენ. იქ ორი ბიჭი იდგა. ზურა მათ მიესალმა და ჰკითხა: -ჰა რა ხდება?
_ჯერ სახლშია. უპასუხა ბიჭებიდან ერთ-ერთმა.
_ეს ისარის?აქ რატომ მოიყვანე. ჰკითხეს გუგაზე.
-ჩემთანაა.
-ე გამოვიდა! ვიღაც ქალი გამოვიდა ამ დროს სადარბაზოდან და მასზე მიანიშნა ერთმა მათგანმა. როდესაც ის ქალი იქაურობას გაშორდა ბიჭები სადარბაზოში შევიდნენ, ავიდნენ მესამე სართულზე. ზურა კარს მიუახლოვდა, რაღაც რკინის ორი წვრილი ჯოხი ამოიტანა. ერთი გაღუნული იყო, მეორე სწორი. კარის საკეტში შეყო მიატრიალ-მოატრიალა და კარი გაიღო. გუგას უთხრა:
-აქ დაიცადე. თუ ვინმე გაიჩითა ხმა თუ გაიგე კიბეებზე შემოდი რა. კარისკენ გაიწია. ის ორი ბიჭი შიგნით შევიდა, ერთს ზურგჩანათა ჰქონდა. შესვლამდე ზურა შემობრუნდა და გუგას ჰკითხა: _შენი იმედი მაქვს.
გუგა დაბნეული იყო და უბრალოდ თავი დაუქნია. გუგა გარეთ დარჩა. აქეთ-იქეთ დადიოდა, ხან კიბეზე ჩამოჯდებოდა, ხან კედელს ეყრდნობოდა. ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა მის თავს. დიდხანს იცადა, შემდეგ შესვლა დააპირა, მაგრამ ამ დროს ზურა გამოვიდა ბიჭებთან ერთად. იმ ბიჭის ზურგჩანთა უკვე სავსე იყო და ზურას ეჭირა ხელში.
-დროზე წავედით! დაიძახა ზურამ და ჩქარი ნაბიჯით გავიდა. მას ორი ბიჭიც მიჰყვა. გუგა კი გაშტერებით უყურებდა მათ და არ იძვროდა. ზურა შემობრუნდა.
-რა იყო ბიჭო? სანამ არ დაგვადგებიან არ წამოხვალ?
გუგა თითქოს გამოფხიზლდა და ზურას გაჰყვა. ის ჯერ ვერ მიმხვდარიყო, რომ დანაშაულის თანამონაწილე გახდა. როდესაც საკმაოდ გასცდნენ სადარბაზოს, ზურამ თქვა: -დავიშალეთ!
ზურა წავიდა. ის ორი ბიჭიც გზაც გაუდგა. გუგა კი იქვე იდგა და ვერაფერს ვერ ფიქრობდა.

8

გუგა როდესაც შინ დაბრუნდა იატაკზე წამომჯდარი და ზურგით კედელს მიყუდებული მამამისი დაინახა. მას თავი ძირს ჰქონდა ჩაქინდრული, თვალებსაც არ ახელდა, მაისურს ცალი ხელის მხარე, მხრამდე აკაპიწებული ჰქონდა. ქვევით გრძელი რეზინა და შპრიცი ეგდო. მას ხელზე უამრავი ნანემსარი ჰქონდა. გუგა უკვე შეჩვეული იყო ამ ამბავს და თითქმის ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის, ისე აუარა გვერდი.


9


გუგა დილით ადრე ადგა, მამამისს ეძინა.ის ეცადა, რომ რაც შეიძლება ფრთხილად გამოსულიყო სახლიდან და მართლაც ასე მოიქცა. გზაში ის ბიჭები დახვდნენ, რომლებისგანაც ზურამ გადაარჩინა. გუგამ მათ შორის გასვლა დააპირა, სანდრო კი მას წინ ჩაუდგა.
-რა იყო? დარჩი მარტო. წავიდა შენი ზურა? აწი რას იზამ? აბა იყვირე! ზურა! ზურა! სად არის? არ არის!აბა მშიშარა რას იზამ?
გუგამ ყურადღება არ მიაქცია მას, გზა გააგრძელა. სანდრომ კი მას მიაძახა:
- რა იყო? სად ჩაისვარე? შეგეშინდა? დედიკოს ბიჭო.
გუგა შეჩერდა, თითქოს მისი გული ქუსლამდე ჩავარდა, თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა. შემობრუნდა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სანდროს. გუგა ისეთი სახით მიდიოდა სანდროსაკენ, რომ სანდრო შეშინდა და უკან დაიხია. გუგამ მას თვალები გაუსწორა და ისე დაარტყა მას ხელი. რომ სანდრო წაიქცა და ისე დარეტიანდა, რომ წამოდგომაც არ უცდია. გუგამ შეხედა მის უკან მდგარ ბიჭებს, ისინი არ იძვროდნენ. მობრუნდა და წავიდა. იმ ბიჭებიდან ყველა სანდროს უყურებდა. სანდრომ აიხედა ზევით და დაბნეულმა იკითხა: -რა?


10


როდესაც ბოლო გაკვეთილი დამთავრდა, გუგა სასწრაფოდ გაუყვა სახლის გზას. ეშინოდა არ დაეგვიანებინა. გზაში ნახა, რომ ერთი ბიჭი გოგოს მიზდევდა გზადაგზა აჩერებდა და ეუბნებოდა_მოიცადე რა გჭირს? სად მიდიხარ?, უწმაწური სიტყვებით ესაუბრებოდა, შემდეგ ხელი იდაყვში მოჰკიდა და გააჩერა. გოგონა მხოლოდ ერთ სიტყვას გაიძახოდა: -შემეშვი!შემდეგ სახეში გაარტყა მას. გუგამ მათთან მისვლა დააპირა, გოგონას შეხედა ის ლამაზი იყო, ცისფერი, ზღვასავით ცისფერი თვალები ჰქონდა, მთვარესავით მბრწყინავი სახე, მზის სხივივით ოქროსფერი თმები, ნაზი თითები, ქათქათა კბილები, ოდნავ სქელი ტუჩები და ქერა წარბები ჰქონდა. ის ნაზი იყო და ამ სინაზეს მკაცრი ხასიათიც ერთვოდა თან. მას მუხლამდე კაბა ეცვა, თმა გაშლილი და გაჩეჩილი ჰქონდა.გუგა დაბნეული იყო და მაშინ მათი მზერა შეეჩეხა ერთმანეთს. გუგამ რაღაც იგრძნო, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ იმ გოგომაც. იმ ბიჭმა ხელის შებრუნება სცადა მაგრამ გუგამ მიირბინა მასთან, წინ ჩაუდგა და ხელით უჯიკა იმ ბიჭს ცოტა მოშორებით მდგარი იმ ბიჭის მეგობრები გამოიწიეს მისკენ. გუგა მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა მათ წინააღმდეგ და ჯიბიდან ჯაყვა ამოიტანა. მის ზურგს უკან მდგარი გოგონა, მაგრად მხარში ჩაებღაუჭა მას. გუგამ სახეში შეხედა მას, ის დამფრთხალი იყო, მაშინ გუგამ დანის ქნევა დაიწყო ხან ვის უქნევდა და ხან ვის. იმ ბიჭებს დანის შეეშინდათ და უკან წავიდნენ. ერთმა კი მეორეს უთხრა: -გიჟია ტო!
გუგა კი მხეცივით იყურებოდა, გამალებით უფეთქავდა გული და ხმამაღლა სუნთქავდა. ნელ-ნელა დამშვიდდა, ჯაყვა ჯიბეში ჩაიდო. მაშინ გოგონამ უთხრა ნაზი და წვრილი ხმით: 
-მადლობა! და თავი დახარა.
გუგას ხმაც არ ამოუღია, უბრალოდ შეხედა მას.
გოგონამ ისევ ჰკითხა მას: -რა გქვია?
-გუგა. დაბნეულმა უპასუხა
-მე ანასტასია. შემდეგ გოგონა საოცრად აკვირდებოდა გუგას, თითქოსდა მისდამი რაღაცას გრძნობდა.
გუგამ ჰკითხა: _ვინ არიან ის ბიჭები? 
_არ ვიცი ქუჩაში ამეკიდნენ!
_სად მიდიხარ?
_ სახლში მივდიოდი.
_  კარგი,ნახვამდის მე უნდა წავიდე. :შებრუნდა და წასვლა დააპირა, ანასტასიამ კი გააჩერა;
_ მოიცადე, არ გამაცილებ? კიდევ ვინმე არ გადამეყაროს.
_ ხო...კარგი.
გზაზე ვერცერთი ვერ ბედავდალაპარაკის დაწყებას, თითქოს თვალებით გრძნობდნენ ერთმანეთს. სახლს მიუახლოვდნენ და ანასტასიამ უთხრა მას, უფრო სწორად უნდოდა თქმა, მაგრამ არაფერი უთხრა. ცოტახანი კიდევ იარეს და როდესაც  სახლსმიუახლოვდნენ გუგა გააჩერა: 
_ მოვედით. ცოთა ხნის შემდეგ შეხედა გუგას, დაინახა მისი შეხსნილი ზონარები Fფეხსაცმლებზე,
_თასმები გაქვს შეხსნილი.:გუგამ დაიხედა ფეხებზე და არც გაკვირვებია._ხო.
_არ შეიკრავ?
გუგა დაიხარა და თასმის შეკვრა დაიწყო  უფრო სწორედ ეცადა შეეკრა,მაგრამ არ იცოდა როგორ ექნა ეს. დიდხანს წვალობდა შემდეგ ანასტასია ჩაიმუხლა და დაეხმარა გუგას გაუკვირდა და ჩახედა მას თვალებში.შემდეგ ორივე წამოდგნენ გუგამ მას მადლობა გადაუხადა.ერთმანეთს დაემშვიდობნენ.ანასტასიას სამი ნაბიჯი არ ექნებოდა გადადგმული, რომ შემობრუნდა, გუგასთან ძალიან ახლოს მივიდა და ლოყაზე აკოცა მას, შემდეგ სირბილით წავიდა. წარმოიდგინეთ ისედაც გაკვირვებულ გუგას რა მოუვიდოდა. ის ჩუმად იდგა, უეცრად გაიღიმა თავზე გადაისვა ხელი და ლოყასთან შეჩერდა იქ სადაც ანასტასიას ტუჩებს კიდევ გრძნობდა.
სალი კედელს იყო ამოფარებული და იქიდან ცალი თვალით უყურებდა გუგას სანამ ის ჰორიზონტს არ ამოეფარა, სალი თავისი ბინაში ავიდა. როდესაც ორივენი მარტო დარჩნენ, მიხვდნენ, თუ რას გრძნობდნენ ერთმანეთისადმი. ეს სიყვარული იყო. ყველა შემთხვევაში დიდი მოწონება.


11

Gგუგა შინ დაგვინებით მივიდა, სახლში რომ შევიდა  მამამისი არ დახვდა, მაგიდაზე გასაღები შეამჩნია ხელში აიღო, მან არ იცოდა რისი იყო ის გასაღბი ამ დროს მამამისი შემოვიდა მან დაინახა გუგას ხელში გასაღები რომ ეჭირა სწრაფად წაართვა და უჯრაში ჩადო,
_ ეს რა გასაღებია?ჰკითხა გუგამ
_ შენ რას დაეძებ ჯობია ის ამიხსნა რატომ დააგვიანე მოსვლა. შემდეგ მამამისმა იგივე გაიმეორა, რასაც ყოველთვის აკეთებდა, როდესაც გუგას საქციელი არ მოსწონდა. მეორე დღეს გუგა სკოლაში თვალჩალურჯებული წავიდა. სკოლის ეზოში ზურა დაინახა, მის მეგობრებთან იდგა. გუგამ მათგან დამალვა სცადა, არ უნდოდა ბიჭებს მისი დალურჯებული თვალი ენახათ. იცოდა, რომ გამოჰკითხავდნენ ამბავს და იმას ხომ ვერ იტყოდა მამამ გამლახაო და დამალვა ამჯობინა. მან დაინახა, რომ ბიჭები სკოლაში შევიდნენ. მოფარებული ხიდან გამოვიდა და დაინახა ის გოგონა, რომელიც სულ რაღაც გუშინ გაიცნო და გუშინვე მიიღო მისგან კოცნა. მას თავი დაავიწყდა და ჩალურჯებული თვალიც მიუახლოვდა მას. ანასტასიას გაუხარდა მისი დანახვა, შემდეგ კი მისი დალურჯებული თვალი დაინახა და ღიმილი გაუქრა სახიდან.
_ეს რა არის? რა დაგემართა? ის თითებით შეეხო გუგას თვალს. გუგას ტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
_ გტკივა? ჰკითხა სალიმ.
_ არა! უპასუხა გუგამ.
_ რა დაგემართა?
ისინი სკოლის წინ იდგნენ და ამ დროს ზარიც დაირეკა. გაკვეთილზე უნდა შესულიყვნენ, მაგრამ სალიმ გუგას ხელი ჩაჰკიდა და გაიქცა. როდესაც სკოლას გასცდნენ გაჩერდნენ, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით გააგრძელეს სიარული მიდიოდნენ და გუგა უყურებდა სალის. ტკბებოდა მისი ნაკვთების სიმშვენიერით, ისინი მიუახლოვდნენ უზარმაზარ ხეს, რომელზეც უბრალო ბაწრით და  დალპალი ფიცრისგან გაკეთებული საქანელა ეკიდა. სალი ჩამოჯდა მასზე, გუგა კი ნელა აქანავებდა მას.
სალიმ მას უთხრა: 
-გუშინ დამესიზმრე.
-მერე?
თითქოს არ დავდიოდი. დავფრინავდი ფეხშიშველი
_ფეხშიშველი?
_ხო ფეხშიშველი. ჩემს წინ სიყვარულის წითელ ანგელოზებს ბილიკი ჰქონდათ გაწყობილი და შენ ბილიკის ბოლოში იდექი, ანგელოზებს შორის გავდიოდი და უფრო და უფრო ვხვდებოდი, რომ ჩემთვის ახლო იყავი.
გუგას ხმა არ ამოუღია. სალიმ ისევ ჰკითხა
-მაინც არ გითქვამს რა მოგივიდა?
გუგა ჩაფიქრებული იყო და ცოტა ხანში ამოხედა Aნასტასიას წყნარი ხმით უპასუხა:
-მამაჩემი.

12

მეორე დღეს გუგა მიუახლოვდა ზურას.
-ვა, გუგა როგორ ხარ?
-რა ვიცი, ვარ.
-ე, ეს რა არის ტო? ზურამ შეამჩნია მისი ჩალურჯებული თვალი.
-რა?
-თვალზე რა გჭირს? მითხარი ვინ? ვინთქო? დავჭრი, დავჩეხავ!
-წავიქეცი.
-რა წაიქეცი ტო?
-წავიქეცი.
-ვა. შენი საქმისა შენ იცი ძმაო.
როდესაც ეს თქვა ჯიბიდან ფული ამოიტანა და გუგას გაუწოდა.
-ეს რა?
-შენი წილია.
-რა წილი.
-იმ საქმიდან სადარბაზოში რო იდექი,სახლი რომ გავიტანეთ, არ გახსოვს.ხო და გავასაღე გამოტანილი საქონელი და აჰა გამომართვი.
-არ მინდა.
-მიდი, მიდი ნუ გაახურე.
გუგამ შიშით გამოართვა მას ფული, მერე ზურა წავიდა.
-აბა მაგრად!
-კარგად!
გუგას ხელში ფული ეჭირა და არ იცოდა რა ექნა. მას ხომ ფული აქამდე, თითქმის არც უნახავს, მითუმეტეს ამ რაოდენობის. მარტო დარჩა მასთან, უყურებდა და რა ექნა? სად წაეღო? და საერთოდ ის იმასაც კი ვერ ხვდებოდა, რატომ მისცა ზურამ მას ეს ფული. უეცრად ველოსიპედით ვიღაც ბიჭი გავიდა, უკან ვარდებით, წითელი ვარდებით სავსე კალათა ჰქონდა შემოდებული. ის ვარდების გამყიდველი იყო. გუგამ გააჩერა ის, მას რაღაც აზრმა გაუელვა თავში. უთხრა ველოსიპედისტს:
-ყიდი?
-კი, ვყიდი.
-რა ღირს წითელი ვარდები?
-ერთი ცალი ლარ ნახევარი.
-კალათაში რამდენია?
-ასი .
-ყველა მომეცი. რამდენი გინდა?
-ასი ლარი.
გუგამ ფული მისცა მას და კალათით ვარდები გამოართვა, როდესაც ველოსიპედზე წამომჯდარი ბიჭი ოდნავ გასცილდა გუგას, გუგა ჩაფიქრდა და სირბილით გაჰყვა მას.
-გაჩერდი. გაჩერდი! დიდხანს მისდევდა და როდესაც გააჩერა ჯიბიდან ფული ამოიტანა და მისცა.
-ეს 50 ლარი, ერთი ვარდი ხომ ლარ ნახევარი ღირს, ჰოდა ასი ვარდი 150.
ველოსიპედისტი დაიბნა და გაოცდა. გუგა შემობრუნდა და გზა გააგრძელა. ხელში ვარდები ეჭირა. იქვე ზეწარზე წამოწოლილი მათხოვარი დაინახა, ძონძებში ჩაცმული, წვერ გაუპარსავი, ასაკოვანო კაცი, რომელსაც დაბურული შავი სათვალეები ეკეთა და მეტალის ჭიქა ეჭირა ხელში.გვერდში ძაღლი ჰყავდა არც ისე პატარა.არ ვიცი რა ჯიშის,უბრალოდ შავი ძაღლი ყავისფერი გუილთ.ძაღლს მის მუხლებზე ჰქონდა თავი დადებული ხანაც იზმორებოდა. გუგა იმ კაცს გვერდით ჩამოუჯდა.
-გამარჯობათ!მიესალმა და ძაღლს მოფერება დაუწყო.
-გაგიმარჯოს?
_ძაღლს რა ქვია?
_ტუსა.
- აქ როგორ ხართ?
-როგორ? აი ჩიტი, რომ ძალიან ძალიან მაღლა აფრინდეს და ფრთაში დაჭრან. ფრენა რომ ვერ შეძლოს და იქიდან მორივით რო დაეშვას როგორ იქნება? აი მასე ვარ. გეტყობა შენსც არ ხარ კარგად.
-ხო. ხან ბოროტია ჩემი ცხოვრება, ხან კეთილი.
-ცხოვრება? არა. კეთილი და ბოროტი ცხოვრება არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ ბოროტი და კეთილი ადამიანი. იცი შვილო სიკეთე და ბოროტება სასწორზე კილოგრამობით იწონება და ფუი იმ კაცს, რომელიც იმ მხარეს ჩამოჯდება, სადაც სიკეთე გირებად დევს და მაინც ბოროტება გადასწონის. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. დაბადების პირველი დღიდან ყველა იცვლება და თავის გზას ირჩევს. ყველა ერთნაირი, რომ იყოს ან მხოლოდ სამოთხე იარსებებდა ან მხოლოდ ჯოჯოხეთი. ჯობია კარგი იყო, დამიჯერე. ყველაზე მრავალფეროვანი ხომ ადამიანია. არსებობს: ქურდიც, ავაზაკიც, მკვლელიც, ბალერონიც, პოლიტიკოსიც, მეცენატიც და არსებობს კარგიც. მაგრამ ვერავინ დაიკვეხნის იმით, რომ მეორეზე უკეთესია.ეს ცხოვრება სწორი ხაზია, თან ისეთი ხაზი, რომელიც მხოლოდ წინ მიდის და ერთი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან იშლება, დაბრუნება რომ ვერ მოახერხო. და ვინ იცის ადამიანის მეხსიერებაშია ისტორია, თუ ისტორიის მეხსიერებაშია ადამიანი. რაოდენ ცუდი არ იყოს საოცარი ქმნილებაა ეს ადამიანი, მაგრამ ყველაზე ამოუცნობი ადამიანთა შორის, მაინც ქალია. მარწყვი, მარწყვივით ტკბილი ან პილპილივით, წითელი პილპილივით მწარე. ხან გაბნევს, ხან გეფერება ხანაც უყვარხარ და არ გეუბნება არის მოღალატეც და მაინც ანგელოზი. რას გაიგებ?ან მე რას გამიგებ.იცნობ ანგელოზებს?
_Kკი ერთს ცოტახნის წინ გავიცანი.მაგრამ ვიცი რომ ანგელოზია
_ ანუ გიყვარს?
_ მიყვარს?
_ვა რა იყო ანგელოზი გაიცანი და არ შეგიყვარდა?მაშინ რატოა ანგელოზი?
_ რა ვიცი?ძალიან ლამაზი თვალები აქვს ძალიან ლამაზია.
_ ხო გეუბნები გიყვარსთქო. ვინც არ უყვართ იმათზე ასე არ ლაპარაკობენ.
_მართლა?თქვენ რა იცით ბრძენი ხართ?
-როდესაც ამდენი ფიქრის დრო გაქვს დაბრძენდები სხვა რა გზა გაქ.შენ სიბრძნე რა გგონია, სიბრძნე უბრალოდ დიდი ხნის ცხოვრებმ იცის.
_ აბა ერთ დროს მეც ბრძენი ვიქნები?კი მაგრამ არ მინდა ბრძენი ვიყო.:იმ  კაცმა ჩაიცინა
_ კაი ბიჭი ჩანხარ, რა გქვია?
_ გუგა.თქვენ?
_ გენო დამიძახე.
_ ძია გენო,აჰა, გამომართვით. უთხრა და ფული მიაწოდა მას. ძია გენო ხელით შეეხო ფულს.
_ ასიანი?
_ საიდან იცით?
_ წინა ცხოვრებაში ბუღალტერი ვიყავი.საიდან მოიტანე?
_ მამამ მომცა.
_ მერე და მამაშენმა გითხრა პირველივე შემხვედრს მიეციო?
_ მერე.
_ მერე მეც რასაც მინდა იმას ვუშვები.
_ შეიძლება შეგეხო?
_როგორ არა.
ძია გენო მარცხენა ხელით, გუგას ყველა ნაკვთს დაუარა.საქმე იმაში იყო რომ ის ბრმა იყო და უთხრა:
_ იცი? ჩემს თავს მაგონებ ბავშვობაში.
_ თქვენ ბავშვობაში ხედავდით? ძლივს ამოღერღე სათქმელი გუგამ.
_ ეჰ, ვხედავდი, ვხედავდი!
_ იცნობდით ანგელოზებს ძია გენო?
_ ვიცნობდი. ახლა არ ვიცი ის როგორია. მე მისი ბავშვობის სახე მაქვს ფიქრებში შემორჩენილი. მისი წრფელი მზერა, პატიოსანი თვალები, შავი დალალები. რა ლამაზი იყო. რას არ მივცემდი, ოღონდ კიდევ მენახა.
_ გიყვართ არა?
_ საიდან მოიტანე?
_ ვინც არ უყვართ იმათზე ასე არ ლაპარაკობენ.:ისევ ჩაეცინა ძია გენოს
_ახლა სად არის, ის თქვენი ანგელოზი?
_ახლა? უთხრა და ხელკეტი წინ გაიშვირა.
_იქ კი მაგრამ, იქ ხომ? დაიბნა გუგა.
_ ხო, ხო იქ ბორდელია.სწორად მიხვდი, ბოზია,ეხლა ბოზია.ცხოვრებამ მოიტანა
_ მაპატიეთ!
_არა, არა შენ რა შუაში ხარ რეალობას არასოდეს არ უნდა გაექცე. აი ხედავ, დღეს მე მის წინ ვზივარ და მის ყოველ გასვლა-გამოსვლას ველოდები. მას ფეხის ხმაზე ვცნობ.ზუსტად დილის ცხრის ნახევარზე მოდის ხოლმე ხანაც თხუთმეტი რომ დააკლდება.მაშინ თითქოს თავიდან ვიბადები.
_ შეიძლება გკითხოთ.
_ მიდი.
_ როდის შეგიყვარდათ?
_ 20 წლის წინ,მაშინ შენხელა ვიქნებოდი,ერთი ნახვით შემიყვარდა, მაწანწალა იყო მე კი მდიდარ ოჯახში ვცხოვრობდი, სახლისკენ მოვდიოდი რომ ვნახე,ოხ რა ლამაზი იყო,სხვებს არ ჰგავდა.ერთი სადარბაზოს კიბესთან ცხოვრობდა.მისი ნახვის შემდეგ ყოველდღე იმ გძით გავდიოდი ის რომ მენახა
მისვლას ვერ ვბედავდი,იშვიათად იცინოდა მაგრამ იცი რა ლამაზი სიცილი ჰქონდა?ერთ დღეს გადავწყვიტე მივსულვიყავი, ქრიზანთემების თაიგული ვუყიდე,კიბეესთან რომ მივედი იქ არ დამხვდა
შემთხვევით შევამჩნიე გზაზე იდგა შესახვევთან, შესახვევიდან კი მანქანა ისეთი სიჩქარით მოქროდა მივხვდი რომ ვერ შეამჩნევდა  მას ყვავილები გავაგდე ხელიდან,გავიქეცი მახსოვს როგორ მოვასწარი მას ხელი ვკარი და გზიდან გადავაგდე,მერე კი რაც დავინახე და გავიგონე სასწრაფოს სირენის ხმა იყო,მანქანის დაჯახებამ არ მომკლა მაგრამ,დამაბრმავა. Gაგვიგონე ჩემს მშობლებს როგორ უთხრეს რომ არაფერი არ მეშველებოდა,შემდეგ დედაჩემის ტირილი და ის სიტყვები”მე ბრმა შვილი როგორ უნდა მყავდეს!”შეშინებული და გულ ნატკენი სავაადმყოფოდან გამოვიქეცი, როგორღაც მოვაგნე ამ ადგილს აი შეხედე ეს ის კიბეა ის გოგო რომ ცხოვრობდა.და მეც აქ დავსახლდი,ცოტახნის კი ტუსა გავიცანი.ერთ დღეს მისი გამეტებული ყეფა გავიგონე წვიმდა და შევიფარე,ბევრი საერთო რამ აღმოგვაჩნდა მალე დავმეგობრდით.ხოდა მას შემდეგ ერთად ვსახლობთ ამ სადარბაზოოსთან.მოსწონხარ იცი?
_ რატომაა ეს ცხოვრება ასეთი უსამართლო და საშინელი.
_ მეც ასეთი დაბოღმილი ვიყავი თავიდან მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი ცხოვრება სულაც არ არის საშინელი მე ხომ სიყვარულისთვის თავი გავწირე ბევრს იცნობ ისეთს? დღეს მხოლოდ ერთი მაწუხებს ნეტავ თუ ვახსოვარ?
_ თქვენ როგორ დაავიწყდებოდით?
_ მაგრამ არც კი მიცნობდა.
_ ის მაინც ხომ იცის რომ ვიღაცამ წლების წინ სიცოცხლე აჩუქა,დანარჩენი კი რაც გადახდა და  
დღეს როგორიც არის ეს უკვე მისი ცხოვრებაა თქვენ ის გააკეთეთ რაც გასაკეთებელი გქონდათ.
_ კეთილი ხარ გუგა შენ ზედმეტად კეთილი, ნეტავ ყველა ადამიანი შენსავით იყოს.
_ კარგი. მე წავედი ძია გენო, ჩემს ანგელოზს უნდა მივხედო: რომ მიდიოდა ისე ძია რეზომ მიაძახა:
_მადლობა ფულისთვის, კარგად წავიხემსებთ მე და ტუსა.
_აბა კარგად ძია გენო. იმედია კიდე შევხვდებით.
გუგამ ანასტასიას სადარბაზოს წინ ვარდები ბილიკებად მიმოფანტა და სადარბაზოს მეორე მხრიდან მოუარა.
ანასტასია! დაიყვირა რამდენიმეჯერ. ანასტასიამ ფანჯრიდან გადმოიხედა. გაუკვირდა გუგას დანახვა.
_გუგა?
_ჩამო რა! სთხოვა გუგამ.
_ახლავე. უთხრა და ფანჯარას მოშორდა. გუგამ მიირბინა სადარბაზოსთან და პირველი სართულის კიბეზე ავიდა. ანასტასია კიბეებიდან ჩამოვიდა. გუგამ გააჩერა ის და უთხრა:
_ფეხსაცმლები გაიხადე და ისე გამოდი.
_რატომ?
_ხო გჯერა ჩემი?
_კი.
_ მე გარეთ დაგელოდები.
_ კი მაგრამ?
_ დამიჯერე რა.
სალიმ ფეხზე გაიხადა და გარეთ გამოვიდა, მის წინ წითელი ვარდების ბილიკი იყო და ბოლოში გუგა იდგა. სალი დაიბნა.
_ ეს რა არის?
_ სიზმარი.
_ რა?
_ შენი სიზმარი. აი ასობით წითელი სიყვარულის ანგელოზი, ბილიკი და მე. .
სალი ნელი ნაბიჯებით ვარდის ყვავილებზე გადავიდა, მისი ნაზი ფეხის თითები საყვარლად ეხბოდა მათ. გუგას მიუახლოვდა და ჩაეხუტა მას, ის უბრალოდ ბედნიერი იყო.  გუგამ ჰკითხა :
_ გიყვარვარ?.
_ კი მიყვარხარ! გუგასაც ხელში ჩაკრული ჰყავდა ანასტასა.
_ ხო შენ ჩემი ანგელოზი ხარ!
_რა?
_ მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!
ანასტასიას ფეხსაცმლები ხელით მიჰქონდა მეორე ხელი კუგას ჩასჭიდა და მიდიოდნენ.ძალიან ლამაზები იყვნენ.ეჰ, ნეტავ ეს ისტორიაც აქ მთავრდებოდეს.


13

გუგას მამა ისევ ქუჩის იმ ადგილას იდგა., როდესაც მის გვერდზე გააჩერა მერსედესის მარკის მანქანამ და საჭის მხრიდან ერთმა მანქანის მინა ჩამოსწია.
_ჩაჯექი. უთხრა გუგას მამას.
-მე მეუბნები? დაბნეულმა უპასუხა.
_ხო აბა სხვას ვის ხედავ აქ?
ის ჩაჯდა მანქანაში უკანა მხარეს, სადაც ორი კაცი იჯდა. ერთი მძღოლი და მის გვერდით კიდევ ერთი კაცი, რომელსაც შავი სათვალეები ეკეთა და სერიოზული მზერით იყურებოდა.
_რა ხდება? იკითხა გუგას მამამ.
_არაფერი.უპასუხა მძღოლმა და სიცილი დაიწყო.ის სადღაც შორი-ახლოს მივარდნილ ადგიალს მიიყვანეს. მძღოლი მიუბრუნდა და უთხრა.
_მოიტა.
_რა?
_რა და ბებიშენის მოიტა წამალი.
_რა წამალი? აფთიაქი მანდაა ას მეტრში ახლა გავიარეთ.
_მოიტათქო.
_თქვენ ვინ გგონივართ?
_ბარიგა.
_ე, ძმაო. რა ბარიგა. პატიოსანი კაცი ვარ.
_დროზე ბიჭო. ვიცით, რომ ბარიგა ხარ.წამლის საყიდელად მოვედით
გუგას მამამ იქეთ-აქეთ ყურება დაიწყო, ყველას შეხედა.
_ე, თავიდანვე გეთქვათ ტო! რამდენი გინდათ?
-ყველა.
-რა? ეგ ცოტა ძვირი დაჯდება.
-მოიტა, მოიტა! 
Gგუგას მამამ მისცა მათ წამალი
_ჩადი! უთხრა მძღოლმა.
_ე, ჯერ ფული.
_ფული კი არა ჩადი ბიჭო.
_ფული მოიტანეთ ტო.ეგრე სადარის.
უკან მჯდარმა ბიჭებმა ის გამოათრიეს მანქანიდან, მძღოლიც გამოციდა. მხოლოდ ის სათვალიანი კაცი დარჩა. მას ცემა დაუწყეს, ძირს დააგდეს მუჯლუგუნებით.
_ვახ, თქვენი. :ყვიროდა ის
შემდეგ ერთმა იარაღი ამოიტანა და შუბლზე მიაბჯინა მას. გუგას მამამ მას ხვეწნა-მუდარა დაუწყო, ის დაჩოქილი იყო. შემდეგ მუხლებზე ჩაეკვრა იმ კაცს, ვისი იარაღიც შუბლზე ჰქონდა მიდებული.
_არ ქნა, არ დაღუპო შენი ჭირიმე. გეხვეწები.
_ესროლე მაგის. დაიყვირა ერთმა.
_არა სახლში შვილი მყავს, ობლად არ დამიტოვო, მერე ლუკმას ვინ აჭმევს. დაიწყო მან ტირილი.
_ გურამ არ გინდა წავედით. უთხრა ირაღიან კაცს მანქანაში მჯდარმა
_ფუი, შენი ბარიგა დედა ვატირე. დაიძახა იმ ბიჭმა, შუბლიდან იარაღი გასწია, ფეხი მოუქნია გუგას მამას სახეში და წავიდა. მანქანაში ჩაჯდნენ, დაქოქეს და წავიდნენ. გუგას მამამ ტელეფონი ამოიტანა ჯიბიდან და დარეკა.
_საპარტულო პოლიცია გისმენთ.
_ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ვერცხლისფერი
მერსედესით. ტტს 102-ით. ოთხი კაცი მიდის იარაღი და ნახევარ კილოგრამამდე 
ნარკატოკი აქვთ.
_თქვეენ...
მან ეგრევე დაკიდა ყურმილი.და ტელეფონი წყალში გადააგდო
_ახლა ვის ეტირება ყოფა მაგასაც ვნახავთ. მე არ შემარგეთ თქვენც არ შეგერგებათ. დაიძახა და 
სისხლიანი ტუჩები ხელით მოიწმინდა.

14

ანასტასია და გუგა ლიანდაგს მიუყვებოდნენ. გუგა მის შუაში მიდიოდა სალიზე ხელი ჰქონდა 
ჩაკიდებული. სალი კი ლიანდაგის ცალ მხარეს მიუყვებოდა. ხან აქეთ 
გადმოიწონებოდა ხან იქით.
   ამ დროს ზურა ქუჩაში მიდიოდა. წინ სანდრო და სხვა სკოლელი ბიჭები დახვდნენ, როდესაც მათ
შორის გაიარა, ის არ გაატარეს.
-რა ხდება? გაოცდა ზურა.
-ზურა. უთხრა სანდრომ.
-რა?
-უკვე მოგვბეზრდი რა, უნდა გცემოთ.
-რა? ზურამ საოცარი სიცილი დაიწყო, მერე ბრუნი დაარტა და ბიჭებს შეხედა თვალებში.
მერე? რას უცდით ტორები დამარტყით! ჰა? 
არცერთი მათგანი არ განძრეულა, ყველას შეეშინდა ხელის აწევის და მაშინ ზურა სანდროს 
მიუბრუნდა.
-დამარტყი, დამარტყი! ჰა ხელი აწიე.
სანდროს არაფერი არ მოუმოქმედებია, მაშინ ზურამ დაარტყა მას გაშლილი ხელი სახეში და თან რამდენიმეჯერ გაუმეორა: -დამარტი!
ისევ ყველა ჩუმად იდგა. ზურაც გაჩერდა. დააფურთხა და გაარღვია ალყა. ეს იმის ჟესტი იყო, რომ ყველა აქ მდგომი ლაჩარი იყო.


15


ანასტასია და გუგა ერთ დიდ ხესთან ახლოს ბალახზე იყვნენ წამოწოლილები და ღრუბლებს უყურებდნენ. გუგამ უთხრა მას:
-იცი ლამაზია!
-რა?
-ეს ღრუბლები ცაც,თეთრი ცისფერში რომ ირევა რატომღაც შენი თვალები მახსენდება ღრუბლებს როდესაც ვუყურებ,შენ მახსენდები მითუმეტეს როდესაც წვიმს.
-მხოლოდ წვიმის დროს გახსოვარ?
-არა უბრალოდ წვიმას გავხარ არსაიდან მოსულ სევდიან წვიმას ისეთს რომელსაც არავინ არ ელოდა. ხომ გიყვარს წვიმა?
_ კი ძალიან!
_ იცი ერთმა ბრძენმა კაცმა მითხრა,რომყველა ადამიანს ჰყავს ანგელოზი.და სადაც არ უნდა წავიდეს ანგელოზი სულ მასთან იქნება.
_ მართლა? მეც მყავს?
_ შენ  სულ სხვა ანგელოზი გყავს.
_ დილით შენ თქვი რომ მე შენი ანგელოზი ვარ.
_ ხო.ანასტასია ცოლად გამომყვები.:გუგა წამოიწია იდაყვზე დაეყრდნო და შეხედა მას.
_ რა, კი მაგრამ ჯერ ხომ სულ თხუთმეტი წლის ვარ.
_ მერეე რა ხო გიყვარვარ?
_ კი მიყვაარხარ მაგრამ...
_ გინდა ახლავე დავქორწინდეთ?
_ სად აქ?
_ ხო აქვე.ტელევიზორში მინახავს როგორ ქორწინდებიან.ოღონდ მღვდელი და მოწმეები სჭირდებათ,
Mმაგრამ არაუშავს მოწმეებად ხეებს და ღრუბლებს დავიყენებთ მღვდელის სიტყვებს კი მე ვიტყვი,ადექი;ისიმი წამოდგნენ და გუგამ დაიწყო ჰენგელსკლჰგის მარში შესრულება
_პამ,პამ,პარამ,პამ,პამ,პამ,პამ,პარარამ,პარარამ,პარარარამ... მაშ ასე გუგა კიკნაძე თანახმა ხარ ანასტასია ბურდული შეირთო ცოლად და გიყვარდეს ის ჭირსადსლხინში,დიახ.ანასტასია ბურდულ მზად ხარგაყვე გუგა კიკნაძეს გაყვე და გიყვარდეს იგი ჭირსა და ლხინში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ?
Gგუგამ ორივე ხელი ჩაჰკიდა მას ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ 
_ თანახმა ვარ.
_ ვინმე წინააღმდეგია ამ ქორწინების.როგორც ჩანს ბუნება ხელს არ გვიშლის.
_ცოლ ქმრად გაცხადებთ.ხო შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ.
Aანასტასიამ  ლოყაზე აკოცა მას,ულამაზესი მომენტი იყო როდესაც მათ ვალსი იცეკვეს ხეებისადამინდვრის გარემოცვაში.


16

                                                                                         


შემდეგ გუგა საღამოსკენ ბიჭებთან მივიდა მათ კოცონი ჰქონდათ დანთებული და ირგვლივ იჯდნენ როდესაც გუგა მიუახლოვდა მათ ყველას გაუხარდა:_ვა გუგა!_როგორხარ ძმა _ხო მაგრად არის საქმეები?
_ისე რა! უპასუხა გუგამ.
_რას შვებით?
_ბიჭო ხო აზრზე ხარ კიდევ ერთი საქმე ავაგდეთ რა. სახლია უბნის ბოლოს მაგარი მდიდარი მასტი ცხოვრობს, სახლში ვაფშე არაა თითქმის პროსტა შევალთ გამოვიტანთ დავტყდებით.
_ ხო და მორჩა ასეთი ადვილია?
_ ნუ მთლად არა.ამბობენ სახლში დაცვა ჰყავსო.მაგრამ არაუშავს.უთხრა მას გიორგიმ და ქურთუკიდან იარაღი ამოიტანა.
Gგუგამ ყვირილი დაიწყო.
_ე ბიჭო რაშ შვები რა იარაღი ხომ არ გაგიჟდით.
_ კაი კაი დამშვიდდი არაფერია ტყვიებიც არ დევს.ხალასტოია რა თუ დაცვა გაგვეჩითა დავაშინებთ  რა.
Gგუგა დამშვიდდა და მშვიდად თქვა:
_ბიჭებო არ გვინდა რა!
_ რატო ბიჭო რისი გეშინია?არაფერი არ მოხვდება
_ მაინც არ გგვინდა რა!
ამ დროს სანდრო მოვიდა გიომ იარაღი უკან შარვლის ტოტში ჩამალა.
_გაუმარჯოს ბიჭებს.
_ რა იყო რამ მოგიყვანა აქ?ჰკითხა გიომ.
_ ზურა ცალკე მინდა დაგელაპარაკო რა.
_ აქ ყველა ჩემი ძმაა დასამალი რა მაქვს
_ ვიცი რა საქმეზეც მიდიხართ?
_ რა საქმე ბიჭო.
_ ხო რა ვიცი რა და კაროჩე მეც წამიყვანეთ.
_ რა ბიჭო? დროზე დატყდი აქედან, სანამ ლამაზი ხარ რა საქმე ბიჭო ხო არ უბერავ
_ წამოვალ რა მეც.
_ შენ არ გესმის რას გეუბნებიან.
_ ზურა.
_ დროზე გზას გაუყევი.
_ ბიჭებო კარგით რა ხალხი არახართ?
_რა თქვი ბიჭო?
_ არაფერი პროსტა საქმეში ჩამრთეთ. ზურას უკვე ყელში ამოუვიდა მისი ლაქლაქი გიოს ქამრიდან იარაღი ამოიღო და სანდროს დაუმიზნა.
ყველა ფეხზე ადგა
_დროზე წადი ბიჭო! Dაუყვირა ზურამ სანდროს
_ ე,ე კარგი ტო არ მესროლო.
_ წადი მეთქი ბიჭო?
_ კარგი კარგი ხო. მივდივარ. სანდრო წავიდა ყველა გაჩუმდა ხმა არავის არ ამოუღია.
გუგა ბიჭებს დასცილდა და იმ სადარბაზოსთამ მივიდა სადაც გენო იყო იფიქრა გულს გადააყოლებდა სადარბაზოსთან როცა მივიდა გენო იქ არ დახვდა ცოტახანი იყურებოდა შორი ახლოს შემდეგ იმ სადარბაზოს კიბიდან ჩამოვიდა ვიღაც ბიჭი.გუგამ ის გააჩერა:
_უკაცრავად აქ ერთი  ბრმა კაცი იწვა სათვალიანი წვერი ჰქონდა ხომ არ იცით სად წავიდა?
_ ა,მათხოვარი რო იყო?ხო, ის ამ დილით გარდაიცვალა.
_ გარდაიცვალა?როგორ?
_ ვიღაც ბიჭებს უცემიათ და მიუგდიათ.შემდეგ აქაურებმა მკვდარი იპოვეს იქით დამარხეს სასაფლაოსთან.
_ კი მაგრამ რატო ცემეს არ იცი?
_ რა ვიცი ამბობენ ფული წართვესო,მაგრამ რა ფული უნდა ჰქონოდა ამ საცოდავს? შენი ნათესავი იყო?
_ არა.
_ კარგი აბა წავედი.
_ მოიცა სასაფლაომდე როგორ მივიდე ვერ მეტყვი?
გუგა სასაფლაოზე ავიდა საფლავთან ტუსა დახვდა გენოს ძაღლი საფლავზე თავი ჰქონდა დადებული როცა გუგა დაინახა წამოდგა და მასთან მივიდა
_ტუსა როგორ ხარ?მაპატიე.გუგა  ხელით შეეხო მის სახეს მოეფერა.შემდეგ გენოს საფლავთან მივიდა
_ მაპატიე.არ მეგონა. მე მხოლოდ შენი დახმარება მინდოდა მაპატიე. საფლავს დაემხო და ტირლი დაიწყო მთელი დღე იქ გაატარა თავს იდანაშაულებდა ფული რომ მისცა მას იმის გამო და იმიტომ რომ საერთოდ გაეცნო.


                                  17



გუგა გამთენიისას დაბრუნდა სახლში. მამამისს არყის ბოთლი ეჭირა ხელში და სვამდა. მას იმის თავიც არ ჰქონდა, რომ გუგა ეცემა ან ეყვირა მისთვის, მაგრამ მაინც დაუყვირა:
-რა ლაწირაკო? ისევ დაიგვიანე? ახლა რა გიყო? დაგახრჩო? კისერი მოგამტვრიო? არა, შენ სიკვდილი არ გეღირსება, შენ უნდა დაიტანჯო, შენ ხომ დედაშენის შვილი ხარ. გაიძვრე ფეხსაცმლები!
გუგამ გაიხადა ფეხზე, შემდეგ მამამისმა მას საყელოში ხელი წაავლო და გარეთ გაათრია, მაშინ წვიმდა. გუგას მამამ უთხრა:
-გადი გარეთ, ხომ არ გინდა სახლში ყოფნა ხო და გარეთ იყავი!შენ! შენ უნდა ჩამოიბანო დედაშენის ცოდვები ამ წვიმაში. შენც მისნაირი ხარ რა გასაკვირია. დაიბანე იქნებ გეშველოს! 
გუგა თავდახრილი და დაჩოქილი იყო. მამამისი სახლში დაბრუნდა და ფანჯრიდან უყურებდა მას, თან ბოთლით არაყს სვამდა. გუგა კი მთელი ღამე ისე იდგა თავიც არ აუწევია. გამთენიისას მამამისი სადღაც გავიდა
გუგა შინ შევიდა, მუხლები დაბუჟებული ჰქონდა და ძლივს იძვროდა, თან ახველებდა. ოთახში სიბნელე იყო, მან ნათურას ანთება სცადა, მაგრამ ის არ აინთო ის გადამწვარი იყო. გუგას ამ ბოლო დროს ბედი არ სწყალობდა,  მაგიდაზე ძველი ჟურნალი ნახა ხელში აიღო გადაათვალიერა შემდეგ გაოცებისგან გაშეშდა ჟურნალში ის ნახატი შეამჩნია რომელიც კედელზე ჰქონდა ჩამოკიდებული ჟურნალში სტატია იყო “უცნობი ქალის პორტრეტზე”დაწერილი ის გაოცდა:_უცნობი ქალის პორტრეტი მაშ ეს დედაჩემი არაა მაგრამ მან ხომ მითხრა რომ ეს დედაჩემი იყო.ის მოწყვეტით ტახტზე ჩამოჯდა ცოტახანი გაოგნებული იყო მერე სურათი სწრაფად ჩამოხსნა და მაგიდაზე გადაამტვრია შემდეგ კედელთან ჩაჯდა და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო იმ ადგილს როდესაც შეხედა სადაც ნახატი ეკიდა სეიფი შეამჩნია  საკეტით იღებოდა, გაღება სცადა, მაგრამ ამაოდ,შემდეგ გაახსენდა ის გასაღები მაშინ მამამისს  ხელში რო ნახა.ის თარო გამოაღო რომელშიც მამამისმა გასაღები ჩადო.უცებ ამოიტანა და სეიფის საკეტს მოარგო,ნელა გამოაღო კარი და გასაოცრად გაუფართოვდა თვალები.სეიფი ფულით იყო სავსე მას ძალიან გაუკვირდა.შემდეგ დღიური შეამჩნია გამოიტანა დედამისის სახელი ეწერა.ეს მისი დღიური იყო.გუგა ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო,მაგრამ ის ხომ კარგად ვერ არჩევდა ასოებს,ის მაშინვე ადგა და სახლიდან წავიდა ანასტასია მონახა ყველაფერი აუხსნა და სთხოვა რომ დღიური წაეკითხა მისთვის.ანასტასიამ დაიწყო:
1997 წელი 7 აგვისტო.
ძვირფასო დღიურო დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ არაა.გუშინ ჩემი სიყვარულის ნაყოპი გაჩნდა გუგა დავარქვი ძალიან საყვარელი ბავშვია ეტყობა რომ ძალიან ჭკვიანი იქნება,ზუსტად იგივე ფერის თვალები აქ როგორც მამამისს. დიდხანს კითხულობდა Aანასტასია
1997 წელი 15 აგვისტო დღეს გუგა და მე სახლში დავბრუნდით. მეგონა რომ ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება უფრო უკეთესი გახდებოდა მაგრამ რატომღაც ჩემი ქმარი შეცვლილი მგონია დალევა დაიწყო თითქოს თითქოს წყინს შვილი რომ გაგვიჩნდა,არ ვიცი მემგონი სულ ჩემი ფანტაზიებია.
1997 წელი 3 სექტემბერი
ძვირფასო დღიურო არ ვიცი როგორ გითხრა ძალიან შეშინებული ვარ,ძალიან შეიცვალა ახალი მეგობრები გაიჩინა ახალი საქმმე დაიწყო, ასე ამბობს აწი ყველაფერი კარგად იქნებაო მაგრამ მე რატომღაც მეშინია
1997წელი 13 დეკემბერი.
დღეს საწოლთან შპრიცი ვნახე ვთხოვე ახეხსნა მააგრამ მან თავი ამარიდა,იმეედია ის არარი რასაც ვპიქრობ
1998 წელი9თებერვალი
არასდროს მეგონა თუ ჩემი მეუღლე ნარკომანი გახდებოდა. არა და სულ სხვანაირი იყო.
1998წელი6აპრილი
არა ეს უკვე მეტისმეტია მან ხელი დამარტყა.
10 აპრილი
მან  დღესაც მცემა მცემა
29მაისი
მან ისევ მცემა
4ივნისი
მცემა.10ივნისი მცემა,მცემა მცემა მეორდებოდა ყოველ გვერდზე ეს სიტყვები ანასტასიამ ბოლომდე ჩაიკითხა დღიური და ბოლო გვერდზე შეჩერდა                                                           
გუგა გაკვირვებული იყო. დაბნეული და გაშტერებული.
1998 წლის 15 აგვისტო.
  “დღეს მან  ისევ მცემა, ის ძალიან შეიცვალა, მაშ შემდეგ რაც ჩვენი ქორწილი შედგა, მას ერთხელაც არ უხსენებია ის, რომ ვუყვარვარ.გუგას დაბადებამდე ის სულ სხვა კაცი იყო. ხალისიანი, მოსიყვარულე. რაც ბავშვი გაგვიჩნდა მით უფრო დამშორდა, თითქოს ვეზიზღებით. ჩემი გუგა, ჩემი პატარა კი ისეთი საყვარელია, რომ ყოველთვის მინდა ვეფერო, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა მეშინია. მეშინია ჩემმა ქმარმა არაფერი არ დაუშავოს. არ ვიცი რა ვქნა. დღეს მან მცემა, ვერ ვიჯერებ. სად გავიქცე? სად დავიმალო? თითქოს ის სულ სხვა ადამიანია, მაგრამ მე ის მაინც მიყვარს. არ ვიცი თავს რა ვუყო, ისევ მიყვარს, მაგრამ ჩემს გუგას რომ რამე ავნოს თავს არ ვიცოცლებ. დღეს ექიმმა წერილი მომწერა. ჩემს მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, არა მას უნდა ვუთხრა რომ ავადაა. შეიძლება ვერ აიტანოს
დღეს მან მცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ დილით შემწვარ კვერცხს მარილი აკლდა. მას ნამდვილად სჭირდება ექიმის დახმარება, დღეს უნდა ავუხსნა ყველაფერი. არ ვიცი, არ ვიცი, რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს. არ ვიცი რა მოხდება.
დღიური აქ გათავდა ანასტასიამ კი ბოლო გვერდზე ჩადებული წეილი ამოითანა და წაიკითხა:
_ქალბატონ მარიამს ექიმი გიორგი.ეს ალბათ ის წერილია დედაშენი რო წერდა ექიმმა გამომიგზავნაო

-ქალბატონო მარიამ.
“გუშინ თქვენ ჩემთან მოიყვანეთ გამოკვლევაზე თქვენი მეუღლე. მე მის ქმედებას სრულიად დეტალურად დავაკვირდი, ანალიზის პასუხებიც შევაჯერე და დავასკვენი, რომ რასაც თქვენ შიშობდით სრული სიმართლეა. თქვენი მეუღლე ფსიქიკურად აშლილია და თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც საშიშია. თქვენ უნდა მოგვმართოდ და ჩვენ ვეცდებით მის განკურნებას, ამისათვის მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება დაგვჭირდება. მხოლოდ ანალიზებით ვერაფერს გავხდებით, საჭიროა ფაქტები. თუნდაც ის, რომ ის თქვენზე ძალადობს. უთქვენოდ ვერაფერს გავხდებით. გთხოვთ მოუხმეთ ჭკუას და უშველეთ თავს!”
                                                              
                                                                  ექიმი: გია ფოცხორაია

                                                 18



გუგამ ამ წერილის დასრულების შემდეგ თავში ხელები შემოირტყა. 
_ ვაიმე! ანასტასიე მაგრად ჩაეხუტა 
_ გესმის ანასტასია მცემდაო ფსიქიკურად აშლილიაო.შემდეგ გუგა უეცრად წამოდგა და გაიქცა
ანასტასიამ ვერც კი მოასწრო მისი გაჩერება.
გუგას სასმელით სავეს მთელი ბოთლი ეჭირა და ქუჩას მიბრანცალებდა და თან ყვიროდა ხმამაღლა ყვიროდა. 
გუგა სახლში დაბრუნდა მთვრალი იყო მას შემდეგ მამამისის ოთახში გავიდა. მამამისი რამდენიმეჯერ შეანჯღრია. ის წამოხტა, ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული.
-რა იყო?
-ეს რა დღიურია? ძლივს ამოიღო ხმა გუგამ.
მამამისმა გამოართვა მას წერილები. დააკვირდა და იკითხა:
-ეს საიდან გაქვს?
-საიდან? გუგამ და სეიფის კარი გააღო. აი!
-როგორ მიაგენი? როგორ გახსენი?
-ეს რა წერილებია? ან ეს რა ფულია?
-ეს ჩემი ფულია ჩემი! თითოეული გროში მე ვიშოვე, ოფლით მოვიპოვე. არავინ არ შეეხება მას. ეს, ეს წერილი თვითონ იმ შეშლილმა ექიმმა გამოაგზავნა, ეს კი  დედაშენის დღიურიდან. დღეს შენ ყველაფერს გაიგებ!
-შენ მას ცემდი რატომ?
-რატომ?
-რატომ ცემე დედაჩემი?
-მას არ ვუყვარდი, შენ უფრო გაქცევდა ყურადღებას, ვიდრე მე. მე მის ქმარს.
-მე ხომ თქვენი შვილი ვარ.
-ყოველთვის მეზიზღებოდი, ყოველთვის. დედაშენმა ერთხელ მითხრა, რომ მე ავად გავხდი და ექიმის დახმარება მჭირდებოდა, რომ ნარკომანი ვიყავი. საავადმყოფოში დამაწვენდნენ, რომ გიჟი ვიაყავი გიჟი, მაგრამ არა გიჟები თქვენ ხართ ყველანი თითოეული ადამიანი. და იცი დედაშენი როგორ ჩაძაღლდა?
ძაღლი ხარ! ძაღლი!დედაჩემი?  ნარკომანო!
-მე ვარ არა ძაღლი და ნარკომანი?მან მაგიდაზე დარჩენილი მთელი ბოთლი სასმელი ჩაცალა ის მივარდა გუგას, ხელით უჯიკა და კარზე მიაგდო, გუგა წაიქცა ვერ ინძრეოდა, მაშინ მამამისმა კარადიდან ნარკოტიკიანი ნემსი გამოიტანა, შპრიცს თავი მოხსნა. გუგასკენ დაიხარა, გუგა ეწინააღმდეგებოდა, უყვიროდა მაგრამ მამამისმა მას ხელები დაუჭირა. მარჯვენა ხელის სამკლავე მოხია და შპრიცის სითხე შეუყვანა. Gგუგა ვერ ინძრეოდა იქვე უგდო,ვერც ლაპარაკობდა მამამისი კი წამოდგა და სკამზე დაჯდა წინ დაუჯდა გუგას და დაუწყო:
_ მაშ სიმართლე გაინტერესებს არა.ხოდა ყველაფერს გაიგებ. დედაშენი როდესაც საწოლზე იწვა, იმ ამბის შემდეგ რაც საავადმყოფოზე მითხრა მე გადარეული ვიყავი, თან ძლივს მოვითმინე, რომ დედაშენისთვის რამე არ მევნო და გარეთ გავიქეცი. როდესაც დავბრუნდი ნარკოტიკი მივიღე და ვერ ვაზროვნებდი. როდესაც ეძინა მივუახლოვდი მას და ბალიშით გავგუდე. ხო, ხო მე მოვკალი დედაშენი მე.რა დაკმაყოფილდი სიმართლით.
Gგუგა ემოციებსაც ვერ გამოხატავდა. ცოტა ხნის შემდეგ  გამოფხიზლდა, ფეხზე წამოდგა, გაბრუებული და გაოგნებული იყო. ყველაფერი თითქოს ტრიალებდა მის ირგვლივ. მან შემდეგ ხელზე დაიხედა და ხელი მოისვა, შემდეგ ლოგინზე წამოგორებულ მამამისს დახედა. იქვე დავარდნილი ნახატი აიღო და ესროლა მას, შემდეგ  მინის ბოთლი ესროლა კედელს ლოგინის თავთან, გუგა ყვიროდა. მამამისმა გაიღვიძა.
-რას შვები ლაწირაკო? მივარდა გუგას და სილა გააწნა. შენც იგივე გელის, რაც დედაშენს.
გუგამ წამოიძახა: -ძაღლი ხარ!ხელიდან გაუსხლტა მას სეიფს მივარდა და შიგნით დადებილი ფული ჰაერში მიმოფანტა
მამამისმა ისევ დაარტყა.
-ორი! თქვა გუგამ
მამამისმა ისევ გააწნა სილა.
-სამი! გააგრძელა თვლა გუგამ. ასე მეორდებოდა და ბოლო დარტყმაზე გუგა წაიქცა და ბოლოჯერ დათვალა.
-თხუთმეტი!
-რას მითვლი შე ლაწირაკო? ნუთუ იმას, თუ რამდენჯერ გირტყამ?. თქვა მამამისმა და სიცილი დაიწყო.
გუგამ დაიძახა: -დედა მომიკალი!
ჯიბიდან ზურას ნაჩუქარი დანა ამოიტანა, მომცინარე მამამისს დაარტყა მუცლის არეში. მამამისმა სიცილი შეწყვიტა. გუგამ რამდენიმეჯერ დაარტყა მას დანა მამამისის წარმოთქმული სიტყვები იყო_ შე მართლა ლაწირაკოო. შემდეგ მამამისი წაიქცა. ირგვლივ ფული იყო მიმოფანტული, მამამისი ფულზე იწვა და სისხლი სდიოდა. გუგა გამოშტერებული იდგა, დანა დააგდო და გარეთ გაიქცა. გარბოდა. გარბოდა. მთელი ქუჩა გადაირბინა ის სისხლიანი იყო, სალის სადარბაზოსაც ჩაურბინა. სწორედ ამ დროს გამოვიდა სალი. შეამჩნია, რომ გუგა სისხლიანი იყო, ზურგზეც სისხლიანი ხელი ემჩნია მამამისის დადებული. სალიმ ყვირილი დაიწყო:
-გუგა! გუგა!
გუგამ მას უკვე გვერდი აუარა და აღარაფერი ესმოდა. სალიც სირბილით გაჰყვა მას. დიდხანს სდია და ეძახა, შემდეგ გუგა დაეკარგა და ირგვლივ დაიწყო ყურება.
-გუგა! გუგა სად ხარ? გაჰყვიროდა.
-გუგა იმ ადგილთან მივიდა, სადაც ზურამ მიიყვანა. მან ჯვარი შეამჩნია, რატომღაც ფეხსაცმლები გაიხადა. ის ტიროდა, ცრემლები სდიოდა თვალებიდან, შემდეგ ნელნელა მიუახლოვდა ჯებირს.
-მაპატიე. თქვა ჩუმად.
შემდეგ კლდის კიდეზე დადგა,გადასახდომად მოემზადა
როდესაც ანასტასია მოვიდა ამ ადგილზე გუგას ფეხსაცმლები დაინახა შემდაგ ჯებირებიდან გადაიხედა მდინარის მეტი ვერაფერი შეამჩნია მივიდა პატარა კიბესთან, ჩამოჯდა, თავი დაადო კიბეს და ცხარედ ატირდა.დიდხანს ტიროდა მთელი ღამე.


                                    19


დილით ზურა საწოლიდან წამოდგა არც უსაუზმია, იცოდა რომ ბიჭები ელოდებოდნენ გზა და გზა ჩაიცვა და სადარბაზოდან გამოვიდა, მოშორებით ბიჭები იდგნენ. ზურა მიესალმა მათ. 
_აბა რა ხდება ბიჭო გავედით?
_ ხო რა მარტოა ეხლა სახლი მაგრამ არ გვინდა რა?
_ ჰა რა იყო ბიჭო შეგეშინდათ, აბა ეს საქმე და მოვრჩითო? ჰა ეხლა იარაღი სადაა?
_ თან მაქვს. ქურთუკიდან აჩვენა გიომ ზურას.
_ აბა რა არის, რა გჭირთ? ვაფშედა გუგა სადაა?
_ გუგას ამბავი არ გაგიგია?
_ რა ამბავი?ხანმოკლე სიჩუმე ჩამოვარდა, შმდეგ გიომ ამოისუნთქა და თქვა
_ მამამისს თხუთმეტჯერ, ზუსტად თხუთმეტჯერ დაარტყა დანა, შემდეგ კი სასაფლაოსთან ამაღლებული ადგილი რომ არის, ჯვარი რომ დგას, იქიდან გადამხდა.
_ რა? მერე?
-მამამისი ხო აზრზე ხარ რა მუტრუკი ყოპილა, გადარჩა, ინვალიდიაო პროსტა მთლიანი სხეული ისააქო რაქვია იმას რო ვერ მოძრაობ 
_ პარალიზებულია? შემოაშველა სიტყვა ერთერთმა მეგობარმა.
_ ხო პარალიზებული. არ კვდება მაგრამ მაგარი დარხეული აქ.
_ გუგა? გუგას რა მოუვიდა? თქვი ბიჭო! საყელოში წაავლო ხელი ზურამ გიოს.
_ დაიხრჩო ალბათ. წამოიყვირა გიომ, ზურა კი ნელნელა ხელი გაუშვა მას და თან დაბნეულად ეკითხებოდა მას რაღაცეებს
_ რა?
_ მოკვდა რა.
გუგა გულწასულივით მოწყდა და მიწაზე ჩამჯდა, ხელები თავში შემოირტყა
_ მოკვდა? ჩაილაპარაკა მისთვის,უეცრად სირენის ხმა გაისმა ბიჭებს საპატრულო მანქანა მოუახლოვდათ.
_ ზურა ძაღლები ადექი,ძაღლები.გაჰკიოდა გიორგი და ზურა წამოყენებას ცდილობდა ზურს კი არარაფრის აზრი არ ჰქონდა დაბნეული და გაოცებული იყო.მან კიდევ რმოდენიმეჯერ თქვა 
_მოკვდა.
ყველა დაიჭირეს მძიმე მუხლებით გაასამართლეს ძარცვის მცდელობა იარაღის  უკანონო ტარება.თიტოეულს რვა წელი მიუსაჯეს, მოსამართლემ ორი წელი დააკლო არასრულწლოვნების გამო.ისინი სანდრომ ჩაუშვა.მან შეატყობინა პოლიციეს ყველაფერი


                                 

                                              



     20




                                         
 იქ სადაც უწინ ძია რეზო სახლობდა თუ შეიძლება ასე ითქვას, სადარბაზოსთან, ეხლა ვიღაც სხვა ჩახვეულიყო მის მზგავსად ზეწარს,თავზე ქუდი ჩამოუმხია და აჰყოლია უდარდელობას, სინამდვილეში კი, დასევდიანებული და ჩაფიქრებულია. არავინ არ იცის როდის დასახლდა აქ მაგრამ ალბათ სულ ცოტა მარადისობა დარჩება. უმრავი კაცი უვლიდა გვერდს, მაგრამ ზედაც კი არავინ უყურებს დიდად არც მას ედარდებოდა რამე.ვინარი  ვინ იცის მაგრამ სხვა ვინ იქნება იმ უცოდველი ბიჭის გარდა რომელიც ჩაძირა განუკურნელმა კაცობრიობის სენმა.გუგა.გუგა
   ბევრი რამ არის ისეთი რაც სამყაროს დასასრულამდე, მუდმივად მიიჩნევა ენერგია, სიცოცხლე,სიყვარული.შევეცადოთ რომ ნარკომანია და ძალადობა არ აღვიქვათ მუდმივ თანმდებად კაცობრიობის. რაც აქ ითქვა არც ფილოსოფიურად და არც ზედმეტად მხატვრულად შეწუხებისგან, მობეზრებისგან და  მოზღვავებული გრძნობისგან იყო ნათქვამი, ან რა საჭიროა ამ ყველაფერში ღრმა ჩიხედვა სჯობს პირდაპირ შევხედოთ რეალობას და დავინახოთ სიტუაციის სიმძაფრე რომ დიდი ხნისწინ გასაკეთებელი დღეს გავაკეთოთ და დავარქვა პრობლემა და როგორც ყოველთვის პრობლემას გადაწყვეტენ ხოლმე,აი როდესაც კბილი აგტკივდებათ ხომ მიდიხართ სტომატოლოგთან ან უახლოეს აფთიაქში,ყიდულობთ ანტიბიოტიკს ან უბრალოდ იძრობთ კბილს და თავისუფლდებით ტკივილისგან,ყველა შემთხვევაში იქამდე არ მოისვენებთ სანამ არ განიკურნებით.აი ხიჭვი რომ შეგესოთ თითში ხომ აუცილებლად ამოიღებთ მას.დაბნეული იმის არცოდნით თუ როგორ გადმოქცეთ სათქმელი მე ვბედავ და ამ უმნიშვნელო რაღაცეებს ვადარებ უდიდეს პრობლემებს,მაგრამ უბრალოება ხომ მარტივი გასაგებია.მოდით  ისე შევეცადოთ პრობლემის გადაწყვეტა თითქოს ხიჭვი შეგესოთ ან კბილი აგტკივდათ. არ მინდა მოწოდებაში გამომივიდეს თუმცა გამომდის. ვთვლი რომ ადამიანი თავის გზას თვითონ ირჩევს და ხშირ შემთხვევაში ეს სიტუაციის ბრალია,დამეთანხმებით ძალიან რთულია დამხრჩვალის გადარჩენა იცით უფრო იმას ვცდილობ და უფრო იმის თქმა მინდა რომ მომავალ თაობას არ შევუქმნათ ის სიტუაცია, თუ კი არ ჩაგვაგდებთ წყალში არც არაზდროს დავიხრჩობით შეიძლება მიხვდით შეიძლება არა მაგრამ ისიც კი ბევრია თუ კი ყველაფერი ამის შემდეგ გაიფიქრებთ რომ დროა წერტილი დასვათ.




21





    ლაჟვარდისფერ ცას ერთი პატარა ჩიტი უფრო ამშვენიერებდა. Pპატარა იყო, ნაზი ფრთები ჰქონდა.ფრენის გარდა სხვა საფიქრალი აღარ ჰქონდა რა.არ ახსოვდა არავინ და არაფერი. მიფრინავდა ზევით და ზევით, თითქოს საიდღაც ან ვიღაცისკენ მაგრამ არა მის ფრენას მიზეზი არ ჰქონდა. მიფრინავდა და უხაროდა სიცოცხლე ისე, რომ ნისკარტშიც კი იცინოდა. ლამაზი იყო, თეთრი გული ჰქონდა. არ ერჩოდა არავის, მხოლოდ თუ ვინმეს ჰაერის სუნთქვას, თუ ეცილებოდა. მიფრინავდა . მზეს უსწორდებოდა, ღრუბლებს ჩეხდა და მასზე ბედნიერი ქვეყნად არც არსებობდა არავინ.ეჰ ნეტავ თქვენც გენახათ.რა ლამაზი იყო.მაგრამ უეცრად მოწყდა და მიწისკენ დაიწყო ვარდნა.უსიცოცხლოდ და სწრაფად ეშვებოდა.სიცოცხლეს და ფრენას მოწყურებულ ჩიტს ვიღაცამ ესროლა!